24 აპრილი 2024,   18:53
ვრცლად
"ყველაფერი გაივლის, დავიცვათ რეგულაციები და დავიცვათ ჩვენი სიწმინდეც" - მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია

რეგიონებში ღვთისმსახურება რეკომენდაციების დაცვით შესრულდა. მრევლის ნაწილმა რეკომენდაციები სახლში დარჩენის შესახებ არ გაითვალისწინა და ლოცვას ტაძრებში დაესწრო. თუმცა უწევთ დაემორჩილონ იმ მითითებებს, რომლებსაც სხვადასხვა ტაძრების წინამძღვრები, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე გასცემენ.

ჭყონდიდის ეპარქიის მეუფე გრიგოლ კაცია მრევლს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაციები და დაემორჩილონ პატრიარქის კურთხევას.

"ყველაფერი კარგად იქნება, გაბრიელი იმიტომ მივიდა ღვთისმშობელთან, რომ მისთვის კარგი ამბავი ეუწყებინა, რომ მოდის მხსნელი. მხსნელი მოდის ჩვენთანაც, მოდის აღდგომა. ყველაფერი გაივლის, დავიცვათ რეგულაციები და დავიცვათ ჩვენი სიწმინდეც. ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს,"- განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

მრევლის დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ტაძარში მისვლას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც აპირებენ მისვლას.

როგორ შეხვდება ქართული ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ეს ჯერჯერობით მღვდელმთავრებმა არ იციან.

საკითხთან დაკავშირებით სავარაუდოდ მაღალი სასულიერო იერარქიის პირები პატრიარქთან ერთად იმსჯელებენ.

დღის ამბები