20 აპრილი 2024,   16:51
ვრცლად
ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - თურქეთში ათათურქის სახელობის ყოფილი აეროპორტის ადგილზე საავადმყოფო მოეწყობა

კორონავირუსით დაინფიცირების და გარდაცვალების რიცხვი საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც  მატულობს.

COVI-19-ით დაღუპულთა რიცხვმა თურქეთში 649-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 30 ათასს გადააჭარბა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის ათათურქის სახელობის ყოფილი აეროპორტის ადგილზე საავადმყოფო მოეწყობა.

სომხეთში ვირუსს 8, აზერბაიჯანში 7, რუსეთში კი 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

დღის ამბები