25 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
დიდი წვალების შემდეგ სამშობლოში დაბრუნების საშუალება გვეძლევა - ათენიდან საქართველოს მოქალაქეები გამოემგზავრნენ

დაახლოებით ერთი საათის წინ ათენითან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა თვითმფრინავი, რომელსაც სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.

საუბარიაა დაახლოებით 120 ადამიანზე, მათი ნაწილი საბერძნეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა და უკან გამოფრენა ვეღარ შეძლო. ნაწილი კი, უკვე წლებია, რაც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს.

 რეისს ასრულებს საქართველოს ავიახაზები.

"კურიერი" მგზავრთა ნაწილს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ ერთი თვის განმავლობაში ელოდებოვდნენ ამ რეისს.

მგზავრების თქმით, საქართველოს საკონსულოს დახმარებით შეირჩა 120 ადამიანი, საიდანაც 10 მცირეწლოვანია და რამდენიმე მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი.

"ჩვენ პირადად დაგვეხმარა საქართველოს მთავრობა, რომელიც დაუკავშირდა საკონსულოს. საკონსულომ დაგვირეკა წუხელ ღამით, რომ დღეს, 9 საათზე გამოვცხადებულიყავით აეროპორტში. გვეძლევა საშუალება სამშობლოში დაბრუნების დიდი წვალების შემდეგ," - განაცხადა საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

 

დღის ამბები