20 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს ბადაგონმა 5000 ცალი სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა

კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია “ბადაგონმა” 5000 ცალი სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა.

სპეციალური ხსნარები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კომპანიის დირექტორს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და მედპერსონალის მხარდაჭერისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

აღნიშნული სადეზინფექციო ხსნარები საქართველოშია წარმოებული და სრულად შეესაბამება ამერიკის “საკვებისა და ადმინისტრაციის” მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.

დღის ამბები