ხარების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა საპატრიარქოში შეკრება დაიწყეს.
უცნობია, რასთან დაკავშირებით იკრიბებიან ისინი, ასევე ამ დრომდე, არ არის ცნობილი, როგორ ჩატარდება ქვეყანაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება.
პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი როგორ აპირებს ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშნავს იმ პირობებში, რომ ქვეყანაში ინფექციის გამო შეზღუდვებია ამოქმედებული.
მეუფე შიო ამბობს, რომ აღდგომის მოახლოებასთან ერთად, საზოგადოებას ინფორმაციას გააცნობენ.
"ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მოვლენებიდან გამომდინარე ვნახოთ, როგორ იქნება. მე როგორც ვიცი, ჩვენმა პრესცენტრმა ამის თაობაზე ისაუბრა,“ - აღნიშნა მეუფე შიომ.