19 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
ეროვნულმა არქივმა საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში განაახლა

ეროვნულმა არქივმა საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში განაახლა. საქმე ეხება ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემას.

ეს სერვისებია:
საარქივო ცნობები დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების და კომლის შემადგენლობის შესახებ. ასევე, შესაძლებელია ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობის და კოოპერატივში გაწევრების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებაც.

საჭირო საარქივო მომსახურების მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია, განაცხადი გააგზავნოს ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე ([email protected]) ან განაცხადი გააკეთოს ეროვნული არქივის ცხელი ხაზის დახმარებით (214 05 05).

განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებული პირი მომზადებულ საარქივო ცნობას მიიღებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, მას პასუხი გაეგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით.

დღის ამბები