05 ივნისი 2020,   03:32
ვრცლად
როგორ აღინიშნება აღდგომა კომენდანტი საათისა და შეკრების აკრძალვის პირობებში - პასუხი დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება ცნობილი

დაანონსების მიუხედავად, ილია მეორე დღეს სამების ტაძარში წირვას არ დაესწრო. მიზეზად პატრიარქის მკურნალმა ექიმმა "კურიერთან" საუბარში ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

დღის ბოლოს საპატრიარქომ ილია მეორის ვიდეომიმართვა გაავრცელა. საქართველოს პატრიარქმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.

ხარების დღესასწაულის საღმრთო ლიტურგია სიონის ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ ჩაატარა. მეუფე შიომ წირვის დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. როგორ აპირებს აღდგომის აღნიშვნას ეკლესია არსებული შეზღუდვების ფონზე? ამ კითხვაზე პატრიარქის პასუხი იყო, რომ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

3 პირზე მეტის შეკრების აკრძალვის და კომენდანტის საათის პარალელურად, როგორ აღნიშნავს ეკლესია აღდგომის დღესასწაულს - პასუხი ცნობილი დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება. მანამდე კი მღვდელმთავრები საკუთარ ვარაუდებზე საუბრობენ. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ამბობს, რომ მისი აზრით, აღდგომა ერმაც და ბერმაც ერთად უნდა იზეიმოს.

ვირუსის გამო ცვლილებების მომხრეა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი. სასულიერო პირები საკითხზე მსჯელობას ხელისუფლებასთან ერთად გეგმავენ.

ხარების დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიისას მრევლი დისტანციის დაცვას ცდილობდა, არ შესრულდა პრეზიდენტის დეკრეტის მოთხოვნა 3 პირზე მეტის შეკრების აკრძალვის შესახებ. ეკლესიამ არც ინფექციონისტების რეკომენდაცია გაითვალისწინა. ტაძრებში ზიარება დღესაც საერთო კოვზით მოხდა.

როგორ აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია სავარაუდოდ ცნობილი დიდ ხუთშაბათს, აღდგომამდე 3 დღით ადრე გახდება ცნობილი. სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ღამის მსახურებას, ტრადიციულად, მთავრობის წევრები ესწრებიან, წელს მინისტრები არ მივლენ.

დღის ამბები