19 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
50 წლის ქალი გალიდან და ბანკის 33 წლის თანამშრომელი ქალი - ფოთის ცხელების ცენტრში ამ დროისათვის ორი პაციენტი იმყოფება

ფოთის ცხელების ცენტრში ამ დროისათვის ორი პაციენტი იმყოფება, 50 წლის ქალი გალიდან, რომელსაც 38 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნება და 33 წლის ახალგაზრდა ქალი ფოთიდან, რომელიც ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია. ექიმების თქმით, მათ გრიპის მარტივი სიმპტომატიკა აღენიშნებათ და ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ფოთის ცხელების ცენტრში ქობულეთიდან კიდევ ერთ პაციენტს ელოდებიან.

"ცხელების ცენტრში არის შესული ორი საყურადღებო პაციენტი, მესამე პაციენტს  ქობულეთიდან ველოდებით. მათი მდგომარეობიდან გამომდინარე არ ვფიქრობთ არაფერს ცუდს, მარტივი სიმპტომატიკა აღენიშნებათ. ერთი არის 50 წლის ქალი გალის საავადმყოფოდან გადმოყვანილი, რომელსაც 38 გრადუსამდე აქვს ტემპერატურა. მეორე ფოთელია, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი, 37 წლის ქალი. აქვს ყელის ტკივილი და სუბფებრიული ტემპერატურა. რენტგენოლოგიურად არ არის დამაფიქრებელი და საეჭვო სურათი. დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, ხვალ შევაფასებთ მდგომარეობას, ვნახავთ თუ იქნა ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნი. მოგვიანებით მესამე პაციენტს ქობულეთიდან ველოდებით,"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები