18 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
კვირის ბოლოს დაახლოებით 350-400 შემთხვევას ვპროგნოზირებთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდეს.

გამყრელიძის თქმით, მიმდინარე თვე და მაისის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება.

"საქართველოში ჯერ ჩვენ აღმავალ ფაზაში ვართ. გვაქვსა შემთხვევების მატება. ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს დაახლოებით 350-დან 400-მდე შემთხვევა. ეს თვე იქნება საკმაოდ რთული. აპრილი და მაისის პირველი ორი კვირა იქნება სამკაოდ რთული, ამიტომ ყველა რეკომენდაცია აუცილებლად გასათვალისწინებელია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები