25 აპრილი 2024,   12:39
ვრცლად
სახლში დარჩენილი ვარსკვლავები მსმენელს სოციალური ქსელის მეშვეობით, ლაივებით ართობენ

COVID 19-ის გავრცელების გამო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

ვირუსის გავრცელების გამო სახლში დარჩენილმა პროფესიონალმა მომღერლებმა აუდიტორიისთვის განწყობის ამაღლება სოციალური ქსელების ლაივ ჩართვებით გადაწყვიტეს.

კონცერტები მისაღები ოთახიდან - ასეთი სახელწოდებით წამოიწყო კამპანია ელტონ ჯონმა კორონავირუსით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად. თავად მასპინძელის ფუნქცია ითავა, სიმღერაზე უარი თქვა, თუმცა მთელ ამ მარათონს ორგანიზება თავად გაუწია. კონცერტი მთელ მსოფლიოს ონლაინ სტრიმის მეშვეობით პირდაპირ მუსიკოსების სახლიდან მიწოდებოდა.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები