18 აპრილი 2024,   22:36
ვრცლად
ვცდილობთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით შევქმნათ მარაგები საჭიროების მიხედვით - საბანაძე NATO-სთვის მოთხოვნილ დახმარებაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ "ღამის კურიერის" ეთერში იმ დახმარებაზე ისაუბრა, რომლის გაწევასაც შსს და თავდაცვის სამინისტრო ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს სთხოვს. წამყვანის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს რომ ხელისუფლება ვირუსთან დაკავშირებით უფრო დიდ მასშტაბებს ელოდება, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება მიმართულია მარაგების შექმნისთვის.

"ეპიდემიოლოგები მოგვიწოდებენ რომ გარკვეული პიკი უნდა იყოს, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, თუმცა ჩვენ ვცდილობთ  ჩვენი პარტნიორების, მეგობრების დახმარებით მაქსიმალურად შევქმნათ მარაგები საჭიროების მიხედვით. ესაა დასტური ჩვენი მყარი ურთიერთობის,"- განაცხადა კახა საბანაძემ.

დღის ამბები