20 აპრილი 2024,   03:18
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ზე 13 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 5 ბავშვია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 7 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მათგან ერთს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კლინიკაში 43 ადამიანს აკვირდებიან. ექიმების განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო საყურადღებოდ რჩება შუახნის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. როგორც მედიკოსები აცხადებენ პაციენტს ასევე აქვს ქრონიკული დაავადებები, რის ფონზეც მასთან ვირუსი რთული ფორმებით მიმდინარეობს.

"43 პაციენტიდან 13 გახლავთ დადასტურებული შემთხვევა, დადასტურებული შემთხვევებიდან 5 გახლავთ ბავშვი. დღეს ველოდებით 7 უკვე აღებული ტესტის პასუხს. მდგომარეობა გახლავთ აბსოლუტურად სტაბილური, საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან," - განაცხადა ექიმ-ინფექციონისტმა მანანა ხოსიტაშვილმა.

დღის ამბები