16 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
ბათუმში დღეს 27 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

აჭარაში დღეს 27 საეჭვო პაციენტის ანალისზების პასუხებს ელოდებიან. ბათუმის კლინიკა "მედალფაში" ამჟამად COVID-19-ით ინფიცირებული 9 პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ერთ პირი განიკურნა. მან კლინიკა გუშინ დატოვა და პროტოკოლის შესაბამისად 2 კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს. 

დღის ამბები