19 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
ამერიკელი მომღერალი ჯონ პრაინი კორონავირუსს ემსხვერპლა

ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯონ პრაინი 73 წლის ასაკში კორონავირუსის ინფექციის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ მომღერლის ახლობლებზე დაყრდნობით ჟურნალი Rolling Stone იტყობინება.

დაავადება ჯონ პრაინს სწრაფად განუვითარდა, გამოცემის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხი მომღერალს 17 მარტს დაუფიქსირდა, მას შემდეგ რაც ის ევროპული ტურნედან დაბრუნდა.  26 მარტს მისი მდგომარეობა გართულდა და ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ჯონ პრაინი ქანთრის და ფოლკ-შემსრულებელი იყო. მას ორჯერ აქვს მიღებული Grammy ნომინაციაში "საუკეთესო თანამედროვე ფოლკ-ალბომი". 2015 წელს კი ის გრემის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

დღის ამბები