19 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის წესების დარღვევისთვის რამდენიმე მშენებლობა შეჩერდა - ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, მკაცრად კონტროლდება ის საწარმოები და მშენებლობები, რომლებსაც საგანგებო ვითარების პირობებში მუშაობის გაგრძელების ნებართვა აქვთ მიღებული. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პირობების ბოლომდე შეუსრულებლობის გამო მოხდა რამდენიმე მშენებლობის შეჩერებაც:

"საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოქმედებს არიან საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებენ სპეციალური პირობების დაცვით, ასეთი საწარმოების კონტროლი დაიწყო, უკვე შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო, შემოწმებას ახორციელებს რამდენიმე უწყება ერთობლივად, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული COVID-ის წინააღმდეგ ღონისძიებები, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ ამ მონიტორინგს და ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს ნებართვა იფუნქციონიროს ამ პირობებში მკაცრად გაკონტროლდება, რათა მათ დაიცვან ყველა ის რეგულაცია, სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც არის დადგენილი  ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან.  ანალოგიური კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული იქნა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა . გვქონდა შემთხვევები სადაც სრულად იყო დაცული რეგულაციები, თუმცა იყო სადაც ეს შემთხვევები ვერ იქნა უზრუნველყოფილი, შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ მშენებლობების შეჩერება მომხდარიყო და არ გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეძლებენ სრულად დაიცვან ყველა უსაფრთხოების პროტოკოლი რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედებისათვის,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

დღის ამბები