სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს ოჯახურის ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობა არ გაზრდილა. თუმცა სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ აღნიშულ შემთხვევაში მსხვერპლებს ეშინიათ პოლიციაში დარეკვის და რეალურად არსებობს ეს პრობლემა.
"როდესაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და პირველი მონაცემები საერთაშორისო თვალსაზრისით ოჯახურ ძალადობაზე მოვიდა ჩვენამდე, ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განსაკუთრებული ყურადღებით ყოფილიყვნენ ამ საკითხების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზრდა ციფრებში შეტყობინებების თვალსაზრისით არ არსებობს, თუმცა სხვა ქვეყნების აჩვენებს, რომ ეს არის გარკვეული ტენდენცია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ როდესაც ერთ სივრცეში არიან მოთავსებულები მოძალადეები და მსხვერპლები, მსხვერპლებს ძალიან უჭირთ კონტაქტი დაამყარონ პოლიციასთან ან შეატყობინონ მათ სავარაუდო ძალადობის შემთხვევები, იმიტომ რომ ისინი ერთ სივრცეში იმყოფებიან. ამიტომ ის ფაქტი, რომ შეტყობინებების რაოდენობა არ გაზრდილა, არ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ფაქტები არ ხდება, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ფაქტები დამალულია," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას.