19 აპრილი 2024,   05:17
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ქრისტინა ფანჩვიძეს საჩუქრები გადასცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში, ფანჩვიძეების ოჯახი მოინახულა და პირადი სახსრებით ოჯახის ყველაზე პატარა წევრს ქრისტინა ფანჩვიძეს საჩუქრები გადასცა.

გოგონამ, რომლის ვიდეომ “ლუღის” შესახებ სოციალურ ქსელში პოპულარობა მოიპოვა, მხარის რწმუნებულისგან და მისი მოადგილისგან  საჩუქრად ველოსიპედი, საწოლი, ლეპტოპი, ფულადი თანხა და ტკბილეული მიიღო. 

გუბერნატორმა ქრისტინეს ის საჩუქრები გადასცა, რაზეც ის, რადიო “ათინათის” მიერ მომზადებულ მასალაში საუბრობდა.

მხარის გუბერნატორო სოციალურად დაუცველ ოჯახს მომავალში დახმარებას და ქრისტინეს მამას დასაქმებას დაპირდა.

დღის ამბები