20 აპრილი 2024,   00:22
ვრცლად
კახა კალაძე სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისთვის პირველადი მოხმარების საგნების გადაცემას დაესწრო

დედაქალაქის მერი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის, პირველადი მოხმარების საგნების ჰიგიენური საშუალებებისა და სასურსათო ნობათის შეგროვების და განაწილების პროცესს დაესწრო.

აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა ბიზნესკომპანიამ და რიგითმა მოქალაქეებმა მიიღეს.

ღონისძიება ტრადიციული ხასიათის არის და ყველა მსურველს შეუძლია, სურვილისამებრ, პროდუქტები ბელიაშვილის N5 ში მდებარე საწყობში მიიტანონ.

"ჩვენ ვაგრძელებთ ამ აქტივობას, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად დღეს უჭირს და საჭიროებს დახმარებას ჩვენგან. ამ პროცესში ჩართულია როგორც ბიზნეს სექტორი, ასევე მოქალაქეები. ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუცხადო", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დღის ამბები