20 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
COVID 19-ის ინფექციის გავრცელების პიკს უნდა ველოდოთ თვის ბოლოს, რომელიც 4-6 კვირა შენარჩუნდება - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის მოსაზრებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ. როგორც კულუმბეგოვი ამბობს, სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ პიკური პერიოდი ნარჩუნდება 4-6 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც კლებას იწყებს. 

"თუ ჩვენ გავითვალისწინებთო სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ეს არის, ძირითადად, ჩინეთი და ევროპული ქვეყნები, ამ ქვეყნებში დინამიკამ აჩვენა, რომ დაავადების პიკი მიიღწევა შიდა გადაცემის დაწყებიდან 4-6 კვირის განმავლობაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი არის შიდა გადაცემის დაწყების ეტაპი, ხოლო პიკური მდგომარეობა მიიღწევა თვის ბოლოს. მერე, ტრადიციულად, რასაც ვუყურებთ ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს, პიკის მიღწევის შემდეგ, 3-4 კვირა ინფექცია ვრცელდება და მერე იწყება შედარებით კლება,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები