18 აპრილი 2024,   13:48
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს

თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 812-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4,177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 87 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 38,266-ს მიაღწია.

რაც შეეხება უკრაინას, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1,892 შეადგინა, აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირების 822 შემთხვევაა, გარდაცვლილია 8 ადამიანი.

გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით აზერბაიჯანს, სომხეთი აღემატება. ამ დროისთვის ქვეყანაში 881 ინფიცირებული და 9 გარდაცვლილია.

რაც შეეხება ოკუპანტ რუსეთს, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 9, 000-ს მიუახლოვდა, ლეტალურად დასრულდა 63 შემთხვევა.

დღის ამბები