07 ივლისი 2020,   07:57
ვრცლად
პრეზიდენტი ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს - სალომე ზურაბიშვილი აღდგომის წირვას არ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის სააღდგომო ლიტურგიას წელს ტაძარში ვერ დაესწრება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო რეჟიმის მოქმედების პერიოდში პრეზიდენტი ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რაიმე მაგალითს:

"ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი, პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვილოცებთ, დარწმუნებული ვარ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი და ასევე, ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები