31 მაისი 2020,   07:53
ვრცლად
გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატების ერთობლივ ღია წერილს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

"მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში საქართველოს გვერდით დგომისთვის. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ ამჟამინდელი კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება," - წერს გიორგი გახარია "ტვიტერში".

დღის ამბები