25 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
ალბათ თქვენი ტესტირებაც საჭიროა - მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებს

"ალბათ, თქვენი ტესტირებაც საჭიროა, საჭიროა ყველა ჯგუფის, სადაც 3-დან 10 კაცამდე თავშეყრა ხდება" - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს კითხვაზე გარკვეული ჯგუფების მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით. 

მარინა ეზუგბაიამ ხაზი გაუსვა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში კვლევები ოქროს სტანდარტით -  PCR მეთოდით ხდება და კლინიკას სწრაფი ტესტების საჭიროება არ აქვს.

ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ COVID 19-ით ინფიცირებულ 34 პაციენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა უცვლელია. 

როგორც ეზუგბაია ამბობს, დღეს კლინიკაში ტესტირებული 10 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. 

დღის ამბები