20 აპრილი 2024,   03:26
ვრცლად
კახეთის გუბერნატორი მოსახლეობას სოფლის ექიმებთან მუდმივ კავშირს ურჩევს

კახეთის გუბერნატორი მოსახლოებას სოფლის ექიმებთან მუდმივ კავშირს ურჩევს. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ოჯახის ექიმებთან კონსულტაციები კორონავირუსის გამოვლენას ხელს შეუწყობს და პრევენციული ღონისძიებების გატარება დროულად მოხდება.

ქადაგიშვილისვე თქმით, რეგიონში პრიორიტეტია ამ მიმართულებით მუშაობა, რის გამოც დიდი ყურადღება ეთმობა სწორედ ოჯახის ექიმებს, ცხელების ცენტრებს და ამბულატორიებს, რომ მათი მუშაობა შესაბამის პირობებში ხდებოდეს.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თერმოსკინინგი იყოს ყოვლისმომცველი და ამით გარკვეული სახის პრევენცია მოვახდინოთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის პანაცეა, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ფილტრი, რათა პრევენცია მოხდეს ამ ვირუსის გავრცელების გზაზე.
ჩვენ განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობთ სოფლის ექიმების, ამბულატორიების, საავადმყოფოების, მათ შორის ცხელების ცენტრების აღჭურვილობასა და მათ გამართულობას," - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

დღის ამბები