ლენტეხისა და ცაგერის რაიონში ბლოკ-პოსტებისთვის ადგილები უკვე შერჩეულია. გამშვები პუნქტები ცაგერის შესასვლელთან, გელავერის უღელტეხილზე, ასევე მურის ციხესთან და სოფელ ალპანაში განთავსდება, პოსტები დილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. რეგიონში ზომების გამკაცრება ინფიცირების ფაქტებს უკავშირდება, უკვე დადგენილია ინფიცირებულთა პირველადი კონტაქტები.
"მყისიერად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, სამედიცინო კონტროლის შესაბამისი სამსახურები ჩაერთვნენ პირველადი კონტაქტების დასადგენად და დღესაც აქტიურად გრძელდება, განვიხილეთ ის რისკები რაც შეიძლება მოჰყვეს ვირუსის გავრცელებას. ზომები თავისთავად ცხადია გამკაცრდება, გადაადგილება არ შეიზღუდება, გამშვები პუნქტები მოეწყობა," - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს კვლევის შედეგად COVID-19 დაუდგინდა.