19 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
ვანში COVID-19-ით ინფიცირებული ქალის კონტაქტების ნიმუშები ტესტირებისთვის ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავნა

ვანის რაიონის მოსახლეობა მესამე დღეა გამკაცრებულ რეჟიმში ცხოვრობს. დასახლებასთან დამაკავშირებელ გზებს შსს-სა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ლუგარის ლაბორატორიის სპეციალისტებმა ვანში ნიმუში უკვე აუღეს იმ ქალის კონტაქტებს, რომელიც ვანის კლასტერის მთავარი წყაროა. ნიმუშები უკვე გადაგზავნილია იმერეთის სამხარეო ლაბორატორიაში.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ჯერ არ დადგენილა, თუმცა არსებობს ეჭვი ორი მიმართულებით, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. 

დღის ამბები