19 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
კახეთში ლუგარის ლაბორატორიიდან 18 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 ნიმუში გადაიგზავნა. კვლევების პასუხი დღეს გახდება ცნობილი. სპეციალისტებმა ანალიზების ნაწილი საკარანტინო ზონაში, ხოლო ნაწილი ცხელების ცენტრებში მყოფი პაციენტებისგან აიღეს.

ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. კახეთში, სულ 4 ცხელების ცენტრია, სადაც საჭიროების შემთხვევაში 73 პირის მოთავსება იქნება შესაძლებელი.

 

დღის ამბები