03 ივნისი 2020,   22:53
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგიონებში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება.

სპეციალური ხსნარით, ფოთის აგრარული ბაზრის შიდა ტერიტორია და მეგრელიშვილის სანაპირო მოირეცხა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო.

ფოთის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებს და ღია სივრცეებს ჩაუტარდა. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.

სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ცენტრშიც, ქალაქების ქუჩები სპეცტექნიკის გამოყენებით, სპეციალური ხსნარით მოირეცხა.

მხარის რწმუნებულის განცხადებით სამუშაოები გაგრძელდება და სადეზინფექციო ხსნარით სოფლის გზებიც დამუშავდება.

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა ზესტაფონისა და ჭიათურის ცენტრალური ქუჩები,  დაგეგმილია საავტომობილო გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების კაპიტალური გადარეცხვა.

ქუჩები სპეცტექნიკის დახმარებით სპეციალური ხსნარით მოირეცხა ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ახალქალაქში. სადეზინფექციო სამუშაოები ასევე ჩატარდა ახალციხის ბაზარში. მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოები მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. რაც შეეხება ორ საკონტროლო გამშვებ პუნქტს, რომელიც ახალციხის გასასვლელებში განთავსდა, დღის განმავლობაში 2 500-მდე ადამიანი მოწმდება. რეგიონში, ასევე შემცირებულია თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა.

დღის ამბები