20 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
11 აპრილიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საჯარო ადგილებში მოქალაქეების ყოფნა იკრძალება - საოკუპაციო რეჟიმი კორონავირუსის გამო ზომებს ამკაცრებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დამატებით შეზღუდვებს აწესებს, რომელიც მათი განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება. კერძოდ ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით 11 აპრილის 00:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებამდე იკრძალება ქუჩებში, სანაპიროებზე, მოედნებზე, პარკებში და სხვა საჯარო ადგილებში ყოფნა.

გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც საქმე ეხება გადაუდებელ სამედიცინო დახმარების საჭიროებას, ასევე სადისტრიბუციო მიზნებით გადაადგილებას და იმ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, რომელიც საგანგებო რეჟიმის მოქმედების პირობებში გამონაკლისებს წარმოადგენენ. დარღვევა პირველ შემთხვევაში გაფრთხილებას, შემდეგ ეტაპებზე კი მზარდ ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კორონავირუსის 2 შემთხვევას ადასტურებს.

დღის ამბები