23 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
თერჯოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - დაინფიცირების პირველწყარო უცნობია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საუბარია შუახნის ქალზე, რომელიც თერჯოლის ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი. მისი დაინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია.

გუშინ იმერეთში 39 ანალიზი შემოწმდა.

დღის ამბები