20 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
მარნეულელი ქალი, რომელიც კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, კორონავირუსისგან განიკურნა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით,  კორონავირუსით დაავადებული მარნეულელი ქალი ინფექციისგან განიკურნა.

"პაციენტი კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ახლა ქალბატონის მდგომარეობა არის დადებითი, გამოჯანმრთელებულია რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას, ის გადარჩა და COVID-19 ის გარეშე ეწერება კლინიკიდან," - განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის თქმით, რეანიმაციაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 3 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია, არიან ოქსიგენდამოკიდებულები და აგრძელებენ მკურნალობას.

დადებითი მდგომარეობა აქვთ კლინიკაში მოთავსებულ ორსულ ქალებს და 3 მოზარდს.

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 პაციენტია. ამ ეტაპზე კლინიკაში სულ არის 55 პაციენტი, აქედან 33-ს დადასტურებული აქვს ფილტვის პნევმონია. კორონავირუსზე უარყოფითი დასკვნა მოვიდა 2 პაციენტზე და ისინი დღეს ტოვებენ კლინიკას.

დღის ამბები