20 აპრილი 2024,   02:57
ვრცლად
შიდა ქართლში ლუგარის ლაბორატორიიდან 7 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 7 პაციენტის ანალიზია გაგზავნილი და პასუხებს ელოდებიან.

შიდა ქართლში თერმოსკრინინგი გრძელდება, ამ დროის მონაცემით შემოწმებულია 7 ათასამდე მოქალაქე.

შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევის სულ 6 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

დღის ამბები