18 აპრილი 2024,   12:04
ვრცლად
დედა-შვილი თურქეთიდან და მამაკაცი ეროვნული ბანკის კლასტერიდან - ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ით 3 ახალი პაციენტი დაემატა

ბოჭორიშვილის კლინიკაში ბათუმიდან 2 პაციენტი გადმოიყვანეს. დედა-შვილს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ისინი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდნენ. მათი ოჯახის წევრები, ქმარი და კიდევ ერთი ბავშვი ამ ეტაპზე ისევ ბათუმის საკარანტინო სივრცეში რჩებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეს არის ეროვნული ბანკის ინფიცირებული თანამშრომლების კლასტერიდან. 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ამ ეტაპზე ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16 დადასტურებული აქვს COVID-19, დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 2 პაციენტია უფრო საყურადღებო. 3 პაციენტი დაემატა დღეისთვის დადასტურებული დიაგნოზებიდან,"- განაცხადა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა.

დღის ამბები