28 მაისი 2020,   21:57
ვრცლად
იმ რეგიონებში, სადაც ჰოსპიტალური ქსელი სუსტია, საველე ჰოსპიტლები გაიშლება - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ რეგიონებში, სადაც ჰოსპიტალური ქსელი სუსტადაა განვითარებული, საველე ჰოსპიტლების მოწყობა იგეგმება. მისი თქმით, ასეთი ზონებიდან პაციენტები მეზობელ რეგიონებში გადანაწილდებიან.

"ყველა იმ რეგიონში, სადაც საჭიროება იყო საველე ჰოსპიტლების, ჩვენ მოვახდინეთ მათი გაშლა. რა თქმა უნდა, შემდგომში, სადაც ეს საჭიროება დადგება, გავშლით ამ ჰოსპიტალებს.

​ჩვენ დეტალურად გვაქვს შესწავლილი საქართველოს ჰოსპიტალური განვითარების ქსელი და ვმოქმედებთ იმ მოცემულობიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია წლების მანძილზე. გამოყოფილი გვაქვს ის სუსტი წერილები, და ასეთი რეგიონი საქართველოსი არის რამდენიმე, ამ რეგიონების გაძლიერება მოხდება როგორც ადგილზე ცხელების ცენტრებად საველე ჰოსპიტლების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობელ რეგიონში, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა როგორც საწოლების რაოდენობით, ასევე სასუნთქი აპარატების და სპეციალისტების მობილიზების მხრივ,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები