28 მაისი 2020,   15:27
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე ჟურნალისტების მასობრივი ტესტირების საჭიროება არ დგას

"ამ ეტაპზე, სოციალური დისტანცირება ჟურნალისტებთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ისინი ამ ეტაპზე, ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან,"- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი COVID-19-ის ინფექციაზე ჟურნალისტების მასობრივ ტესტირების საკითხს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ საჭიროება დადგება, ჟურნალისტების მასობრივი ტესტირების საკითხიც განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანებიც.

დღის ამბები