28 მაისი 2020,   21:33
ვრცლად
ინფიცირების წყარო დაახლოებით 3 შემთხვევაშია უცნობი - პაატა იმნაძე

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებში ინფიცირების წყარო დაახლოებით 3-გან არ არის დადგენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, შემთხვევების ერთმანეთთან დასაკავშირებლად გამოიყენება სეკვენირების მეთოდიც, რომელიც იძლევა იმის თქმის საშუალებასაც, რომ ქვეყანაში არსებული კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან არის დაკავშირებული:

"ინფიცირების წყარო დაახლოებით 3 შემთხვევაშია უცნობი, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა, თორემ შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. საინტერესო მონაცემებზე გავდივართ, მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ. უკვე შესაძლოა ვთქვათ, რომ კლასტერები ქვეყნის შიგნით შესაძლოა ერთმანეთთან იყოს კავშირში," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები