25 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
საგანგებო პერიოდის გახანგრძლივებაზე წინასწარ საუბარს იუსტიციის მინისტრი სპეკულაციად აფასებს

იუსტიციის მინისტრი საგანგებო პერიოდის გახანგრძლივებაზე წინასწარ საუბარს სპეკულაციად აფასებს. თეა წულუკიანის განცხადებით, საკითხზე საუბარი მიმდინარეობს და გადაწყვეტილება საგანგებო რეჟიმის ამოწურვის დღეს გახდება ცნობილი. მისივე განმარტებით, გადაიხედება შეზღუდვების ის ნაწილიც, რომელიც საზოგადოების ქცევის ნორმას განსაზღვრავს.

"საგანგებო მდგომარეობა არის ვადიანი, გამოცხადებისას დაწესდა ვადა, ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მსჯელობა იქნება კიდევ უფრო აქტიური, დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური არაა, ვინაიდან ვადა ჯერ კიდევ აქვს. როგორც კი დრო მოახლოვდება მსჯელობა იქნება აქტიური და გადაწყვეტილება იქნება მიღებული 2 ფაქტორის გათვალისწინებით, ესაა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და სხვადასხვა უწყებებიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები, მხედველობაში იქნება მიღებული საზოგადოების ქცევის მდგომარეობაც.  თუ ყველა უმკაცრესად იცავს  გამოცხადებულ წესებს იქ შეიძლება მთავრობას ქონდეს ერთგვარი  მიდგომა, თუ წესებს იცავს მხოლოდ ერთი ნაწილი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სხვაგვარი. მაგრამ ეს დღეს არის მხოლოდ ვარაუდები, სპეკულაციები, მთავარი რაც შეიძლება დღეს ვთქვათ არის ის,რ ომ რა თქმა უნდა აქტიური ყოვლისმომცველი მსჯელობა შედგება, როგორც კი ამოწურვასთან გვექნება საქმე,"- განაცხადა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

დღის ამბები