25 აპრილი 2024,   16:56
ვრცლად
კვირის ბოლოსთვის საჯარო სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის სრულად აღდგება - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კვირის ბოლოსთვის საჯარო სერვისების მიწოდება მოქალქეებისთვის სრულად აღდგება. მინისტრმა ჩამოთვალა ის სერვისები, რომელთა დისტანციურ რეჟიმში მიღება მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.

წულუკიანის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ორშაბათიდან, 6 აპრილიდან, საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში სრულად განაახლა.

ასევე, მისი თქმით, ეროვნული არქივი იყო პირველი, რომელმაც 8 ყველაზე მოთხოვნადი სერვისის გაცემა დაიწყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს ამ სერვისებს დაემატა 4 სხვა სერვისი, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, საქართველოს ეროვნული არქივის საჯაროს სერვისები სრულადაა ხელმისაწვდომი დისტანციურად.

მინისტრის თქმით, დღეს დილით გორში, რუსთავსა და თბილისში, წერეთლის გამზირზე, სამი ახალი დროებითი სანოტარო ბიურო გაიხსნა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ გზით თბილისში არსებული სხვა ბიუროები უნდა განიტვირთოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ. 

როგორც მინისტრი ამბობს, როდესაც ნოტარიუსთა პალატა დისტანციურ თერმომეტრებს შესაბამისი ოდენობით შეიძენს, მეტი სანოტარო ბიურო განაახლებს ფუნქციონირებას. 

წულუკიანის ინფორმაციით, გუშინ სამოქალაქო რეესტრმა განაახლა პირადობის მოწმობებისა და ბიომეტრიული პასპორტების გაცემა. უკვე არსებული მოწმობების განახლება ხდება დისტანციურად, ხოლო პირველად აღების შემთხვევაში, მოქალაქესთან ინდივიდუალური შეხვედრა ჩაინიშნება. მისივე თქმით, დღეს დილით განახლდა დაბადება-გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის საქმიანობა გუშინ, 9 აპრილს, სრულად განახლდა.

დღის ამბები