26 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. ეს საკითხები განიხილეს ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. ძალადობის გაზრდილი რისკი მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ანალიზისას ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლელა აქიაშვილის თქმით, სხდომაზე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა გააკეთეს მოხსენება, ერთის მხრივ რეაგირებასთან დაკავშირებით, ასევე, სერვისების მიწოდებაზე, რაც შეეხება თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებს. ლელა აქიაშვილმა აღნიშნა, რომ 24 საათიან მუშაობას აგრძელებს საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006, ხოლო მოქალაქეებს დახმარების მიღება 112-ის საშუალებითაც შეუძლიათ.

დღის ამბები