20 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ექიმების ინფორმაციით, ამ პაციენტის წყარო ცნობილია.  

COVID-19-ის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ სამი პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა, შედარებით, მძიმეა. 

"ჩვენთან კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 63 პაციენტია, მათგან 3 არის დადასტურებული COVID ინფექციით აქედან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, იმიტომ, რომ ამ პაციენტს, გარდა იმისა, რომ აქვს პნევმონია, რაც ახასიათებს მძიმედ მიმდინარე COVID-ის ფორმებს, ამასთან თანმხლები დაავადებაც აქვს - შაქრიანი დიაბეტი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ყველა ამ პაციენტთან მიმართებაში გვაქვს ზუსტი ეპიდანამნეზი, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა გვყავს ორი პაციენტი საეჭვო, რომლებიდანაც ერთს თუ აღმოაჩნდა კორონა, არ იცის საიდან შეიძლებოდა დამართნოდა. თუ დადასტურდება, მერე შესაბამისი რეაქცია ექნება ამას,“ - განაცხადა ლევან გოფოძემ. 

 

დღის ამბები