31 მაისი 2020,   07:35
ვრცლად
წყალტუბოში იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომელთა საკარანტინო ზონებში ყოფნა სავალდებულოა

წყალტუბოში იმ პირთა რაოდენობა, რომელთა საკარანტინო ზონებში ყოფნა სავალდებულოა - იზრდება. მიზეზი იმერეთის კიდევ ერთ ქალაქში აღმოჩენილი ვირუსის ერთი ჯგუფია. 

თერჯოლაში ადგილობრივების თერმოსკრინინგი დაიწყო. ცოტა ხნის წინ სოფელ ღვანკითში გამოჩნდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები. მათ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები შეამოწმეს და მათი ნაწილი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

"ჩვენ კონტაქტებს ვიკვლევთ, თითქმის ყველა მათგანი მოვიძიეთ უკვე. ოჯახის წევრები საკარანტინო ზონაში გადაგვყავს და ამის შემდეგ ჩაუტარდებათ მათ ტესტირება. პრევენციის მიზნით დავდივართ ოჯახებში და ვეუბნებით, რომ სახლში დარჩნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ რაიმე სიმპტომს შეამჩნევენ, სასწრაფო გამოიძახონ,"- აცხადებენ ეპიდემიოლოგები. 

საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს მეზობლების ნაწილი, რომელთაც ინფიცირებულ ქალთან კონტაქტი ჰქონდა. 

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ინფორმირების ნაწილზე მუშაობს. ადგილზე კი ეპიდემიოლოგები მოსახლეობის ნაწილს თერმოსკრინინგს უტარებენ. 

კიდევ რამდენიმე ოჯახი იმყოფება თვითიზოლაციაში თერჯოლის სოფელ საზანოში, რომელთა იზოლაციის მიზეზიც ვანის კლასტერი გახლდათ. 

"კონტაქტების ძიება კვლავ მიმდინარეობს, რიცხვი იზრდება. ამ წუთის მონაცემებით 48 კონტაქტია დაფიქსირებული,"- აცხადებს სოფლის ექიმი. 

მიიღებს თუ არა, ხელისუფლება რეგიონში საკარანტინო ზომების კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით, უცნობია. 

დღის ამბები