24 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო სამთავრობო ჯგუფისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის - ჯანდაცვის მინისტრი ივანიშვილის შემოწირულობაზე

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ შემოწირულობას ჯანდაცვის მინისტრი "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მსგავსი შემოწირულობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა როგორც მთავრობისთვის, ასევე მოქალაქეებისთვისაც.

"მინდა გამოვეხმაურო ამ უპრეცედენტო შემოწირულობას, რომელიც არ არის პირველი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მხრიდან და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო სამთავრობო ჯგუფისთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ყველა შემდგომი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ მიერ იქნება გადადგმული, იქნება აუცილებლად რაციონალური, მეტად ეფექტური და ძლიერი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ფონდის სახსრები სრულად მოხმარდეს ყველა იმ საჭიროებას, როგორც ეკონომიკური გაძლიერების, ასევე სამედიცინო კუთხით გასაძლიერებლად," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები