19 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, თეატრი იმაზე ახლოს მივიდეს საზოგადოებასთან, ვიდრე ოდესმე - რეჟისორი 

მსახიობმა და რეჟისორმა დათა თავაძემ "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში სპექტაკლების ონლაინ რეჟიმში ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული საყოველთაო კარანტინის პირობებში, საზოგადოებას დღევანდელი ტექნოლოგიები აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თეატრი უფრო ახლოს მივიდეს მაყურებელთან, ვიდრე ოდესმე.

"სამეფო უბნის თეატრი" უკვე ერთი კვირაა რაც ონლაინ ფესტივალს მართავს. დასის სრული რეპერტუარს ნახვა ვიდეოარქივის სახით მაყურებელს იუთუბზე უფასოდ შეუძლია. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძლვებიდან გამომდინარე კი თეატრი უკვე ონლაინ სპექტაკლზე იწყებს მუშაობას.

დღის ამბები