19 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
მზად ვართ შევაჩეროთ რამადანის სახალხო აღნიშვნა - ირანის უზენაესი ლიდერი

ირანის ისლამური რესპუბლიკა და მისი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მზად არის, რამადანისთვის რელიგიური აღნიშვნის ცერემონია გააუქმოს, თუ ამას ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ირანის ხელისუფლება მოითხოვს.

ხამენეი მზადაა, ღვთისმსახურება სახლიდან შესრულდეს, რათა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკური მაჩვენებელი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის მიზეზით არ გაიზარდოს.

ამ დროისთვის, ირანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66 000 გადასცდა, გარდაიცვალა 4,000-ზე მეტი ადამიანი. 

"ლოგიკურია, რომ მზად ვართ შევაჩეროთ წმინდა თვე რამადანის სახალხო აღნიშვნა. ვიაზრებთ, რომ ამ გზით შესაძლოა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ჩვენი მრევლის უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნება რამადანის წმინდა თვის საზეიმო ცერემონიის გამართვის აკრძალვა, ჩვენ მხარს დავუჭერთ და ის ალტერნატიული მეთოდით გაიმართება.“ - აცხადებს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი

კორონავირუსის გამო არსებული კარანტინის მიუხედავად, აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან ჩილეში, სადაც სააღდგომო ხილისა და ხორცის ფერადი კვერცხები ზოოპარკში ცხოველებს მიუტანეს. მომვლელები უკვე ათ წელზე მეტია, ამ ტრადიციას ასრულებენ და ფერადი კვერცხებით ლემურებს, მაიმუნებს და მარტორქებს ამარაგებენ.

ჩილეში კორონავირუსით 6 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული. ვირუსმა 57 ადამიანი იმსხვერპლა. 

დღის ამბები