25 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
ზუგდიდში სავაჭრო დახლების დემონტაჟს გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა

ზუგდიდში, გულუას პარკის მიმდებარედ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სავაჭრო დახლების დემონტაჟი დაიწყო.

7-მდე გარემოვაჭრის ობიექტს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებში შლიან, გარემოვაჭრეები კი საკუთარ სავაჭრო საქონელს იღებენ. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილას მუშაობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და არ იციან, შესყიდული პროდუქტი სად წაიღონ.

ადგილზე მყოფი მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ გარევაჭრობა კანონს ეწინააღმდეგება და ამ ყველაფერს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეც ემატება.

მერიაში ასევე განმარტავენ, რომ მათთვის ალტერნატიული ფართიც შეთავაზებულია. გაფრთხილება ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეებს რამდენიმე დღის წინ მისცა, დღეს კი დემონტაჟის დაწყებას წინ ხმაური უძღოდა.

 

დღის ამბები