18 აპრილი 2024,   22:46
ვრცლად
არავინ მთხოვს ქრისტე უარყავიო, მეუბნებიან ტესტირება ჩაიტარეო და თანახმა ვარ - სასულიერო პირებს ტესტს გაუკეთებენ

სწრაფი ტესტების შემოწმების მეორე ეტაპი სასულიერო პირებზე გავრცელდება. ეკლესიის წარმომადგენლების ნაწილი ჯერ არ შეჯერებულა, გაიკეთებენ თუ არა ისინი ტესტს.

როგორც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ამბობს, ამ თემაზე მოლაპარაკება შედგება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ. 

სასულიერო პირების მეორე ნაწილს კი ტესტების ჩატარება უკვე გადაწყვეტილი აქვს. 

"ვაპირებთ ტესტირება ჩავიტაროთ. პირიქით, ჩვენ მივმართეთ ექიმებს, რომ ჩაეტარებინათ. მაგრამ პირობები გვითხრეს, რომ სიცხე 5 დღის განმავლობაში მაინც უნდა გქონდეთ ტესტი რომ ჩაგიტაროთო," - აცხადებს ნეკრესის მიტროპოლიტი, მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი).

გურჯაანის სამების ტაძრის წინამძღვრისთვისაც არ არის მიუღებელი ტესტირების ჩატარება, რადგან როგორც ის აღნიშნავს, არ სურს, მისგან ვინმე დაინფიცირდეს.

"ვექვემდებარებით ამ წესს. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ სხვას არ გადავდო თუ მჭირს რამე. ამ შემთხვევაში უფრო შევწუხდები, ვიდრე სხვისგან მე რომ გადმომედოს. კი ბატონო, ჩაგვიტარონ ტესტირება, არ ვარ წინააღმდეგი. მე არავინ მთხოვს ქრისტე უარყავიო, უბრალოდ მეუბნებიან  ტესტირება ჩაიტარეო და თანახმა ვარ ამაზე,"- აღნიშნავს გურჯაანის სამების ტაძრის წინამძღვარი, მამა ილია (ჭოველიძე).

დღის ამბები