18 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდება - ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს აღარ ექვემდებარება

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გახანგრძლივდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აღნიშნული ზომის მიღება გარდაუვალია.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 966-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მედიასთან აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს აღარ ექვემდებარება. დაკეტილია სკოლები, უნივერსიტეტები, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ქვეყანაში უცხოელებს შესვლა ეკრძალებათ, მოსახლეობისთვის სომხეთიდან გასვლა აკრძალულია. ფაშინიანის განცხადებით, კონკრეტული ბიზნეს საქმიანობები, მათ შორის, აგრარული საქმიანობა, მეთევზეობა, სიგარეტის წარმოება, კვლავ გრძელდება.

"ვფიქრობ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება აუცილებელია. ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. სომხეთში ვითარება შედარებით დასტაბილურდა, თუმცა, ეს არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. ახლა მნიშვნელოვანია დარჩეთ სახლში, რომ არ დაინფიცირდეთ და არ დააინფიციროთ სხვები,"- აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.

თურქეთში კი, ინფიცირებულების რიცხვი 47 ათას გასცდა. ვირუსმა 1006 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თურქეთის 31 პროვინციაში გამოცხადებულია კარანტინი. ქვეყანა ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიო რუქაზე 8-ე ადგილზეა.

დღის ამბები