25 აპრილი 2024,   03:05
ვრცლად
ეკლესიაში არმოსვლა ცოდვაში არ ჩაეთვლება იმას, ვისაც ამის მიზეზი აქვს - მეუფე ნიკოლოზი

ხვალ ბზობაა, მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში  მაცხოვრის დიდებით შესვლას აღნიშნავს, თუმცა წელს ეს და სხვა საეკლესიო დღესასწაულები, უმეტეს შემთხვევაში, განსხვავებულად ჩაივლის.

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმდა, რომ გაიზიარებს მედიკოსებისა და ხელისუფლების რეკომენდაციებს. სასულიერო პირები ღვთისმსახურებას ცარიელ ტაძრებში აღავლენენ, რაც ტელევიზიით გადაიცემა, სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქები მრევლს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და ტრანსლაციას ადევნონ თვალი. კორონავირუსის პანდემიის გამო ცარიელია ვია დოლოროსაც, ისრაელის ხელისუფლება საკარანტინო ნორმების დაცვას მკაცრად აკონტროლებს. რეკომენდაციებს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც დაუჭირა მხარი. 

"ეკლესიაში არმოსვლა ცოდვაში არ ჩაეთვლება იმას, ვისაც რაიმე მიზეზი აქვს ამის. ან შეუძლოდ გრძნობს თავს ან კიდევ შინაგანად თუ განიცდის. ჯანმრთელ ადამიანს რომ უთხრა არ მოხვიდე ან რაღაც არ ქნაო, თუ ის მოაზროვნეა, უნდა აუხსნა რატომ არ უნდა გააკეთოს ეს.

რაც შეეხება ბზას, არ ვიცი ამასთან დაკავშირებით როგორ იქნება, ზოგადად ეს ისეთი რამეა, არც უნდა იყიდებოდეს. ამას ძირითადად მოვაჭრეები აკეთებენ ხოლმე და არა ეკლესია და თუ წელს ვერ მოჩეხავენ ბზას, ძალიანაც კარგი იქნება,"- განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

დღის ამბები