20 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ერთი, თერჯოლელი ახალგაზრდაა, რომლის დაინფიცირებაც სავარაუდოდ, ფულით მოხდა.

მეორე გამოჯანმრთელებულიც თერჯოლელია, ის კლინიკაში ორი კვირის წინ შევიდა. ამ დრომდე, კლინიკაში მხოლოდ ერთი ინფიცირებულია. ის კლინიკის ექიმია.

ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკას დატოვებს. ქუთაისის ინფექციურში ამ დროისთვის 16 პაციენტია.

დღეს იმერეთში 45 ანალიზი შეამოწმეს და ყველა მათგანი უარყოფითი აღმოჩნდა. 

დღის ამბები