24 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
"ყველა სუპერგმირი არ ატარებს მოსასხამს" – მსოფლიო პანდემია ქუჩის მხატვრობისთვის ახალ შთაგონებად იქცა

მსოფლიო პანდემია ქუჩის მხატვრობისთვის ახალ შთაგონებად იქცა. კორონავირუსის ამსახველ ნახატებს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, თითქმის ყველგან, შეხვდებით. ბარსელონაში ერთ-ერთი მხატვრის მუზად სწორედ კორონავირუსი იქცა.

კორონავირუსის ინფექციის პრევენციისთვის მოწოდებებს ვკითხულობთ ბერლინის ქუჩის კედლებიდანაც.

იმას, რომ ინფექციისგან ერთ-ერთი მთავარი დამცავი იარაღი პირბადეა,  კუალა-ლუმპურის ქუჩაზე ნახატიც ამბობს. კედელზე გამოსახული პირბადიანი გოგონა იმ ადამიანების კრებითი სახეა, რომლებიც ვირუსისგან თავს ამ ფორმით იცავენ.

პირბადიანი გამოსახულებები გვხვდება ათენშიც. 16 წლის ბიჭმა გრაფიტი კორონავირუსის თემატიკაზე საკუთარი სახლის ტერასაზე შექმნა.

"ყველა სუპერგმირი არ ატარებს მოსასხამს" – ეს წარწერა კი ვარშავაში მრავალსართულიანი სახლის კედელზე სწორედ იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ხაზზე დგანან.

ადამიანთა საქმიანობას ახალ რეალობაში ახალი მიმართულებები ეძლევა. ისტორიას დარჩება ყველაფერი, რაც ინფექციის გავრცელების პერიოდში შეიქმნა და კორონავირუსის დამარცხების შემდეგ იმ რეალობას გაგვახსენებს, რომელშიც ახლა მთელი სამყარო ცხოვრობს.

დღის ამბები